BBC EURO2024-ზე საქართველოს ნაკრების მიერ პორტუგალიის დამარცხებასა და მის მერვედფინალში გადასვლას ეხმაურება.
"მათ ეს შეძლეს! საქართველო ევროს მომდევნო ტურში გადავიდა. პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და მათთვის პირველ დიდ ტურნირზე მერვედფინალში გავიდნენ.
სანამ ტურნირი დავიწყებოდა საქართველოს კაპიტანმა გურამ კაშიამ გააზიარა, რომ სანამ მისი ქვეყანა შემდეგ ეტაპზე გავიდოდა, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, ახლა ის მათ პლეი ოფის ეტაპზე მიუძღვება", - წერს BBC.
26 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა EURO 2024-ის ჯგუფურ შეხვედრაში პორტუგალია დაამარცხა. ისტორიული მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მოწინააღმდეგის კარში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას, ხოლო მეორე გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის.
ამ შედეგით საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.