BBC-ის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მანქანების რიგი 10 კმ-ს აღწევს. რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით ცდილობენ.
BBC-ის ჟურნალისტის ცნობით, მოძრაობა ძალიან შენელებულია, ზოგიერთი ადამიანი 20 საათზე მეტია, საზღვრის გადაკვეთას ელოდება.
გამოცემის ცნობით, ადამიანების ნაკადი გაიზარდა რუსეთ-ფინეთის საზღვართანაც. ფინეთის ხელისუფლების ცნობით, გასული კვირის შემდეგ ფინეთში შესული რუსი მოქალაქეების რიცხვი 2-ჯერ გაიზარდა.