logo
ENG



BBC: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება

21 ოქტ 202520:10
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/21/ejjrbc0ihgycb9b.png

BBC-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა არ იგეგმება.

ამის შესახებ მედია თეთრ სახლში არსებულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლს დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.

16 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ იგი პუტინს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვდებოდა.

გარდა ამისა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ აღარ გაიმართება მიმდინარე კვირაში შეხვედრა, თუმცა, CNN-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს განსხვავებული მოლოდინები ჰქონდათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლო დასრულების მიმართ.


close დახურვა