logo
ENG



BRICS-ზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია, აფხაზეთი-ცხინვალის რეგიონებიც მონაწილეობენ

13 ივნ 202411:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/13/zqmcrdzqgqkx062.png

ბრიქსის (BRICS) ქვეყნების სპორტულ ჩემპიონატზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიც მონაწილეობენ.

ჩემპიონატი წელს რუსეთის ქალაქ ყაზანში, 12-23 ივნისს ტარდება.

ბრიქსი (BRICS) ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გაერთიანებაა. ორგანიზაცია 2006 წელს ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის მონაწილეობით გამართულ პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე ჩამოყალიბდა. 2010 წელს მას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც შეუერთდა. 2017 წლიდან კი ყოველწლიურად ბრიქსის თამაშები იმართება.

თამაშების საიტზე აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე 60-ზე მეტი ქვეყანაა მიწვეული. რაც შეეხება საქართველოს, საიტზე წერია, რომ მას ორი წარმომადგენელი ერთ სახეობაში - ქამრებით ჭიდაობაში ეყოლება. ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში, ორგანიზატორები წერენ, რომ ოკურებული ცხინვალიდან იქნება 22 მონაწილე 6 სახეობაში, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან - 43 წარმომადგენელი 11 სახეობაში.


close დახურვა