ბელარუსის ახალი ამბების სააგენტო Belta იუწყება, რომ დილით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული S-300 რაკეტა ჩამოვარდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამჟამად ბელორუსის სამართალდამცავი ორგანოები განიხილავენ მომხდარის ორ ძირითად ვერსიას:
- "რაკეტა არასწორი მიმართულებით გაფრინდა";
- "რაკეტა ჩამოაგდეს ბელარუსის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების შედეგად."