logo
ENG



Bloomberg: EU უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს, თუ უკრაინის დაბლოკვას გააგრძელებს

23 იან 202410:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/23/9c53b4txqhwdpq4.jpg

გამოცემა Bloomberg წერს, რომ თუ მომავალ კვირას, ევროპული საბჭოს სამიტზე პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი გააგრძელებს უკრაინის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის დაბლოკვას, გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ევროკავშირის 26 ქვეყანა უნგრეთის მონაწილეობის გარეშე მიიღებს.

გამოცემის თქმით, ბრიუსელში, ამ სცენარისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. Bloomberg-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ უნგრეთის მიმართ, შესაძლოა, სადამსჯელო ზომებიც შემოიღონ. მათ შორის ევროკავშირის ინსტიტუციებში ხმის უფლების ჩამორთმევა.

ასევე, ბრიუსელი განიხილავს სარეზერვო ვარიანტსაც, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კიევისთვის თანხის გამოყოფა ევროკავშირის ბიუჯეტის გარეთ მოხდეს.

14 დეკემბერს, ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ევროკავშირის სახელმწიფოების 26 ლიდერი შეთანხმდა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე დებატები 2024 წლის დასაწყისში განახლდებოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო კიევისთვის "სასიცოცხლო" ფინანსების მიწოდება.

ამასთან, ორბანმა დაამატა, რომ, მათ შორის, უნგრეთი აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნულ საკითხს 2024 წელს, "სათანადო მომზადების შემდეგ".


close დახურვა