logo
ENG



Bloomberg: აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გეგმავს

20 თებ 202308:26
3 წუთის საკითხავი
clock 308
2023/02/20/kvst8r3huf5q2o1.png
Kevin Lamarque | Reuters

Bloomberg-ი წყაროს დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ ახალი საექსპორტო კონტროლისა და სანქციების ახალი პაკეტის შემოღებას გეგმავს, რომელიც მიმართულია საკვანძო ინდუსტრიებზე.

Bloomberg-ის ინფორმაციით სანქციები მიმართული იქნება რუსეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორებზე, ფინანსურ ინსტიტუტებზე და პირებზე.

ასევე მოსალოდნელია, რომ აშშ და მოკავშირეები ყურადღებას გაამახვილებენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლაზე და რუსეთისთვის მესამე ქვეყნებისგან მიღებული მხარდაჭერის შეწყვეტაზე.

 


close დახურვა