logo
ENG



Bloomberg: პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება, კრემლმა შესაძლოა, ლავროვი გაგზავნოს

09 ნოე 202220:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/09/yfyz5v8roos7i90.jpg

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს - მის ნაცვლად, კრემლი საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გაგზავნის.

მედია წერს, რომ კრემლი ცდილობს, პუტინმა თავი აარიდონ დაძაბულობას, რომელიც მაღალი დონის ლიდერების მხრიდან შესაძლოა იგრძნოს. G20-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობასთან დაკავშირებით კრემლს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ვრცელდება ინფორმაციაც, რომ პუტინი, შესაძლოა, G20-ის სამიტს ვირტუალურად დაესწროს. ამის შესახებ ისაუბრა ინდონეზიის პრეზიდენტმა, რომელიც წელს სამიტს ბალიზე უმასპინძლებს.

რაც შეეხება ზელენსკის, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ის მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტში, მაგრამ სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში.

დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც. უკრაინა მოითხოვს, რუსეთმა დიდი ოცეული (G20) დატოვოს, ხოლო ვლადიმირ პუტინის მიწვევა სამიტზე უკან გაიწვიონ.


close დახურვა