გამოცემა Bloomberg იტყობინება, რომ რუსეთს უკრაინაში მხოლოდ შეზღუდული მიღწევები აქვს და აქედან გამომდინარე, მიწების დაკარგვას იწყებენ.
კერძოდ, გამცემის თქმით, უკრაინამ შეძლო რუსული შეტევების შეჩერება, მას შემდეგ, რაც დასავლელი პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიღება დაიწყო.
"კიევი ახლა იღებს მილიარდობით დოლარის ახალ იარაღს თავისი ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეებისგან, რუსული გარღვევის ფანჯარა ვიწროვდება მაშინაც კი, როცა ის აგრძელებს რაკეტებისა და თვითმფრინავების სროლას უკრაინის ქალაქების მიმართ, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ჩათვლით", - წერია სტატიაში.
მოსკოვში დაფუძნებული სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი რუსლამ პუხოვი ამბობს, რომ პუტინის სტრატეგია, გამოლიოს უკრაინელთა ძალები "თავად რუსული არმიისთვისაა ძალიან ძლიერი და სისხლიანი."
მისი თქმით, ამ მოქმედებამ შესაძლოა თავად რუსული არმია გადაღალოს, რაც უკრაინელ სამხედროებს კონტრშეტევაზე გადასვლის შანსს აძლევს.
ლონდონში დაფუძნებული სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის სახმელეთო ომის უფროსმა თანამშრომელმა, ბენ ბარმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა, რომ "რუსეთის გამარჯვების პერსპექტივა მნიშვნელოვნად არის შემცირებული."
"რუსეთს შეიძლება ჰყავდეს ყველაზე მეტი ჯარისკაცი, მაგრამ მათი პირველი კლასის ჯავშანტექნიკის დიდი ნაწილი განადგურდა და მისი შეიარაღებული ძალების აღდგენას 2022 წლის დონეზე დასჭირდება წლები", - თქვა მან.