Bloomberg-ის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 5%-ისთვის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული, რაც 186 000 ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება საკმარისი.
მოსახლეობის 5%-ის მოცვით დადებული ხელშეკრულებები მსოფლიოში ყველაზე მცირე მასშტაბია. იგივე მაჩვენებელი აქვთ ავღანეთს, ანგოლას, ჩადის, ფიჯის, განას, ირანს, უკრაინას, სომხეთს და აზერბაიჯანს.
საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, დაახლოებით 1 700 000 ადამიანი.
ბლუმბერგი მიუთითებს, რომ ვაქცინაციის პროგრამები მხოლოდ იმ მოცულობების მიხედვით შეფასდა, რომლებზეც ხელშეკრულებები უკვე ხელმოწერილია. ზოგი ქვეყანა აფორმებს ისეთ კონტრაქტებსაც, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, შეისყიდონ ვაქცინების კონკრეტული რაოდენობა და დაიტოვონ არჩევანი დამატებით სხვა რაოდენობისთვის. ბლუმბერგის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ უშუალოდ გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეხება.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმა
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, სამიზნე მოსახლეობაა:
- ჯანდაცვის სექტორის მუშაკები - 71 415 ადამიანი, ჯგუფის მოცვის სამიზნე - 65%;
- ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, 2 600 ადამიანი, მოცვის სამიზნე — 60%;
- 75 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა, ჯამში 226 800 ადამიანი, მოცვის სამიზნე - 60%;
- 64-74 წლის ასაკის მოსახლეობა, ჯამში 329 183 ადამიანი, მოცვის სამიზნე - 60%;
- ესენციური (ძირითადი) სერვისის მიმწოდებლები, ჯამში 180 373 ადამიანი, მოცვის სამიზნე - 60%;
- 55-64 წლის ასაკის მოსახლეობა, ჯამში 478 400 ადამიანი, მოცვის სამიზნე - 60%;
- 18-54 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ჯამში 89 400 ადამიანი, მოცვის სამიზნე - 60%;
- მოსახლეობის სხვა ჯგუფები, ჯამში 434 567, მოცვის სამიზნე — 60%.
- მთლიანობაში 1 691 214 ადამიანი.
ვინ სად აიცრება
საავადმყოფოები
- საკუთარი სამედიცინო პერსონალი
- მოსახლეობის პრიორიტეტული ჯგუფები
- -80C ვაქცინის შემთხვევაში მოხდება მხოლოდ სპეციალურად შერჩეული დაწესებულებების მობილიზაცია
არსებული იმუნიზაციის კლინიკები
- საკუთარი და მიმაგრებული სამედიცინო პერსონალი
- პრიორიტეტული ჯგუფების და დანარჩენი მოსახლეობა
მობილური ბრიგადები
- ხანგრძლივი დაყოვნების დაწესებულებების ბენეფიციარები და მომვლელები
- ბინაზე მყოფი-არამობილური მოსახლეობა
მასობრივბი ვაქცინაციის ცენტრები - დიდ ქალაქებში
- პრიორიტეტული მოსახლეობის ჯგუფები
- მოსახლეობის ზოგადი ჯგუფები.
აქ წაიკითხეთ, რა ვიცით კოვიდვაქცინის საქართველოში შემოტანაზე.
ბლუმბერგი მიუთითებს, რომ ვაქცინაციის პროგრამები მხოლოდ იმ მოცულობების მიხედვით შეაფასეს, რომლებზეც ხელშეკრულებები უკვე ხელმოწერილია. ზოგი ქვეყანა ვაქცინის შესაძენად აფორმებს ისეთ კონტრაქტებსაც, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, შეისყიდონ ვაქცინების კონკრეტული რაოდენობა და დაიტოვონ არჩევანი დამატებით სხვა რაოდენობისთვის. ბლუმბერგის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ უშუალოდ გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეხება.