უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ტურნეს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კვირის ბოლოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტებს ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში გამართავს.
ამასთან, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. მისი თქმით, უკრაინა კონფერენციაზე ამ წლის ხედვას წარადგენს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.