logo
ENG



Bloomberg: შოლცი ბაიდენს შეხვდება, რათა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილონ

27 იან 202410:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/27/i1ctjf51n4xcq9m.jpg

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, რათა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილონ.

"გერმანიის კანცლერი თებერვლის პირველ ნახევარში ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება. ორივე ქვეყნის ლიდერი ცდილობს, უკრაინას დამატებითი მხარდაჭერა გაუწიოს", - წერს გამოცემა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, შოლცისა და ბაიდენის შეხვედრა თეთრ სახლში, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე კვირას იგეგმება.

მანამდე, შოლცმა ევროპის ქვეყნებს უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, შეერთებული შტატების დახმარება, შესაძლოა, შეჩერდეს.


close დახურვა