logo
ENG



CIA-ს დირექტორი ბილ ბარნსი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

16 ნოე 202210:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/16/sch876q0awlsz7p.jpg

CIA-ს დირექტორი ბილ ბარნსი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

კიევსზე სარაკეტო თავდასხმების დროს ბარნსი აშშ-ის საელჩოში იმყოფებოდა.

ბარნსის ვიზიტი კიევში განხორციელდა მას შემდეგ, რაც ის თურქეთში რუსული დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა. CIA-ს დირექტორის ეს უკვე მეორე ვიზიტია კიევში ერთ თვეზე ნაკლებ დროში.

ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ბარნსმა "განიხილა გაფრთხილება, რომელიც რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელს მიაწოდა, არ გამოეყენებინა ბირთვული იარაღი და დაადასტურა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა".


close დახურვა