logo
ENG



CIA-ს დირექტორი: რუსეთი ამჟამად არ არის განწყობილი რეალური მოლაპარაკებებისთვის

17 დეკ 202215:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/17/j5he0rvvitk6cma.jpg

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი აცხადებს, რომ რუსეთი ამჟამად არ არის განწყობილი რეალური მოლაპარაკებებისთვის.

"კონფლიქტების უმეტესობა მოლარაპარაკებებით მთავრდება, მაგრამ ამას რუსების მხრიდან სერიოზულობა სჭირდება, რასაც, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, ვერ ვხედავთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსები ამჟამად სერიოზულად არიან განწყობილი რეალური მოლაპარაკებებისთვის", - თქვა ბერნსმა.

ბერნსის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდება, როდესაც ამბობს, რომ ის ომის გაგრძელებას კიდევ დიდხანს შეძლებს და ამაში ხელს არაფერი შეუშლის.

"ვფიქრობ, ის ცდება ამ ფსონის დადებაში, ისევე როგორც ცდებოდა, ღრმად ცდებოდა ფსონის დადებაში 24 თებერვალს, როდესაც მას ეს ომი დაიწყო", - განაცხადა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა.

CIA-ს დირექტორის თქმით, უკრაინელებს დრო სჭირდებათ ხელახალი აღჭურვისა და საბრძოლო მასალის მომარაგებისთვის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ CIA დღემდე ვერ ხედავს მკაფიო მტკიცებულებებს რუსული გეგმების შესახებ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.


close დახურვა