logo
ENG



CIA-ს დირექტორი: ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს

26 თებ 202312:05
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"დარწმუნებული ვართ, ჩინეთის ხელისუფლება განიხილავს ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს, თუმცა ვერ ვხედავთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ასევე, ვერ ვხედავთ ლეტალური იარაღის მიწოდების რეალურ მტკიცებულებებს, სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა საჭიროდ ჩათვალეს ნათლად დაეფიქსირებინათ, რა იქნებოდა შედეგები", - განაცხადა მან.

მანამდე CNN-მა აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთი რუსეთს, შესაძლოა დრონებით და საბრძოლო მასალით დაეხმაროს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. როგორც CNN-ს წყარო უყვება, ჩინეთსა და რუსეთს შორის აღჭურვილობის ფასსა და მოცულობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეა.

გამოცემა მიუთითებს, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ჩინეთს არაერთხელ სთხოვა დრონებით და საბრძოლო მასალებით მომარაგებაში დახმარება, რასაც ჩინეთის ხელმძღვანელობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად განიხილავს. როგორც დაზვერვის წყაროები ამბობენ, ჩინეთი აღჭურვილობის მიწოდებისკენ მეტად იხრება - გასულ კვირას აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთი რუსეთისთვის პოტენციური სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილეს.


close დახურვა