CNN-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაუმჯობესებას აპირებს და ამასთან, მაღალი რადიუსის მქონე თანამედროვე სარაკეტო სისტემების გადაცემისთვის ემზადება.
ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა შესაძლოა სარაკეტო სისტემები უკრაინას სამხედრო და უსაფრთხოების დახმარების პაკეტის ფარგლებში გადასცეს, რაც შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი.
უკრაინის ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ს და მის მოკავშირეებს მრვალჯერადი სარაკეტო სისტემის მიწოდებას სთხოვდნენ.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოზე აღნიშნულ საკითხს რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდნენ. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ამ დროის მანძილზე დღის წესრიგის მთავარი საკითხი სწორედ ეს იყო.