შეერთებული შტატები უკრაინისთვის მორიგ, ჯამში 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელშიც პირველად, Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანები შევა.
ინფორმაციას CNN ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს თანახმად, დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ერთ-ერთი წყაროს თანახმად, თებერვლის შემდეგ, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ სამხედრო დახმარების პაკეტებს შორის, დახმარების ახალი პაკეტი ყველაზე დიდი იქნება.
წყაროების ინფორმაციით, პაკეტში შევა Bradley-ის ტიპის საბრძოლო მანქანები და ნაღმმედეგი MRAP-ის ტიპის მანქანები, ასევე HIMARS-ის სისტემები. თუმცა, დახმარების პაკეტში ვერ მოხვდა შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტებიდა ტანკები, რომლებსაც უკრაინა უკვე დიდი ხანია ითხოვს.