logo
ENG



CNN: 16 მარტს ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს

16 მარ 202204:25
3 წუთის საკითხავი
 
CNN: 16 მარტს ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს

CNN-ის ცნობით, ამერიკელი სახელმწიფო მოხელეების ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 16 მარტს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს. 

დახმარება, მათ შორის, მოიცავს ანტი სატანკო რაკეტებს, ასევე, ისეთ თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკრაინას აქამდეც აწვდიდა - ჯაველინებს და სტინგერებს. 

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გადაცემაზე განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს მიმართავს. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს წევრ ქვეყნებს უკრაინის ცის დახურვას სთხოვს, რაზეც დასავლეთი უარს ამბობს - მათი შეფასებით, ეს რუსეთთან ომში პირდაპირი ჩართვა იქნება. ზელენსკი ითხოვს თავდაცვით იარაღსაც, რომელიც უკრაინას საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმარება. 


close დახურვა