ავიაკომპანია Air India-ს კუთვნილმა თვითმფრინავმა ბოინგ-737-მა ინდოეთში კატასტროფა განიცადა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. CNN-ის ცნობით, დაღუპულია მფრინავი და ორი მგზავრი.
თვითმფრინავი კალიკუტის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას საფრენ ბილიკზე მოცურდა. თვითმფრინავი დუბაი-კალიკუტის რეისს ასრულებდა. ბორტზე 174 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იყო.
ფოტო: CNN