ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბების მნიშვნელოვნად გაფართოების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გერმანიაში არსებულ ბაზაზე ყოველთვიურად 2 500 სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე ფიქრობს.
CNN-ის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს არა მხოლოდ გაზარდოს უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც წვრთნას გაივლიან, არამედ შეცვალოს თავად მებრძოლების მომზადებისადმი მიდგომა.
ახალი პროგრამის მიხედვით, სამხედროებს უფრო რთული ტაქტიკური მანევრების წარმოებას ასწავლიან ბრძოლის დროს, მათ შორის ქვეითებისა და საარტილერიო მანევრების კოორდინაციას.
გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ ეს გადამზადება იქნება "ბევრად ინტენსიური და ყოვლისმომცველი" ვიდრე ის, რაც უკრაინელმა სამხედროებმა პოლონეთში ან დიდ ბრიტანეთში მიიღეს.