logo
ENG



CNN: აშშ უკრაინისთვის ახალ დახმარებას ამზადებს, მასში Stryker-ის საბრძოლო მანქანები შევა

19 იან 202309:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/19/i8zkbgundhw7zqf.jpg

შეერთებული შტატები უკრაინისთვის მორიგ, ჯამში 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელშიც პირველად, Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანები შევა. 

ინფორმაციას CNN ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს თანახმად, დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. 

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, თებერვლის შემდეგ, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ სამხედრო დახმარების პაკეტებს შორის, დახმარების ახალი პაკეტი ყველაზე დიდი იქნება.

წყაროების ინფორმაციით, პაკეტში შევა Bradley-ის ტიპის საბრძოლო მანქანები და ნაღმმედეგი MRAP-ის ტიპის მანქანები, ასევე HIMARS-ის სისტემები. თუმცა, დახმარების პაკეტში ვერ მოხვდა შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტებიდა ტანკები, რომლებსაც უკრაინა უკვე დიდი ხანია ითხოვს.


close დახურვა