CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გაემგზავრა. გამოცემა ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პირველად გუშინ, 21 დეკემბერს გავრცელდა. ვიზიტი ოფიციალურად არც ერთი მხარეს არ დაუდასტურებია.
CNN-ის ცნობითვე, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში პირისპირ შეხვდება. ეს იქნება უკრაინის პრეზიდენტის პირველი გასვლა უკრაინის ფარგლებს გარეთ 24 თებერვლის შემდეგ.
CNN წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში დაემთხვევა თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს.