logo
ENG



CNN: ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

21 დეკ 202221:47
3 წუთის საკითხავი
 
CNN: ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზტით აშშ-ის ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი სიტყვით გამოვა კონგრესში და თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პირისპირ შეხვდება. როგორც ცნობილია, ისინი განიხილავენ უკრაინის მდგრადობასა და თავდაცვის შესაძლებლობებს, ამასთან, უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს. 

აშშ-ის ახალი დახმარების პაკეტი 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები. მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ფარგლებში, ეს ყველაზე ძლიერი და მოწინავე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი იქნება.

ასეთი დანადგარები შეიძლება დაიტვირთოს სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტებით, მათ შორის ისეთებით, რომლებსაც შეუძლიათ 80 კმ-მდე დაშორებით და 20 კმ სიმაღლეზე ობიექტებზე დარტყმა.

კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა არა მხოლოდ თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების, არამედ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა. სწორედ ამ ტიპის რაკეტები უქმნის უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს ყველაზე მეტ პრობლემას: მათი ჩაჭრა ძალიან რთულია. 

აშშ-ში ვიზიტამდე ზელენსკი უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტის ფრონტის ხაზზე მოულოდნელად ჩავიდა, სადაც მებრძოლებს შეხვდა და დააჯილდოვა.


close დახურვა