CNN-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 700-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში სულ მცირე, 1 651 ადამიანი ემსხვერპლა, 11 119 - დაშავდა. სირიაში კი ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 1 050-ს შეადგენს, დაშავდა 2 453 ადამიანი.
ადგილზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მომხდარ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მასიური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ამ რეგიონისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში.
შუადღის სამი საათისთვის კი კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთსა და სირიაში ამ დროისთვის 1500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მსხვერპლის რაოდენობა სწრაფად იზრდება - მხოლოდ თურქეთში, მაშველებს ადამიანების ამოყვანა 3000-მდე დანგრეული შემობიდან მოუწევთ.
ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.