logo
ENG



CNN: უკრაინამ ხერსონის აეროპორტთან რამდენიმე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურა

16 მარ 202213:14
3 წუთის საკითხავი
 
CNN: უკრაინამ ხერსონის აეროპორტთან რამდენიმე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურა

CNN-ის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 15 მარტს ხერსონის საერთაშორისო აეროპორტთან მდგარი რამდენიმე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს.

ამას აჩვენებს Planet Labs-ის ახალი სატელიტური სურათები, სადაც ჩანს აეროპორტიდან ამომავალი დიდი შავი კვამლი და ცეცხლწაკიდებული ვერტმფრენები.

ფოტო: Planet Labs, PBC

ეს არის ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა განახორციელეს რუსული ვერტმფრენების წინააღმდეგ, მიმდინარე ომის დროს. ფოტოებზე ჩანს, რომ აეროპორტში, სულ მცირე, სამი რუსული ვერტმფრენი დაიწვა.

ცეცხლი გაუჩნდა, ასევე აეროპორტის მახლობლად მყოფ სამხედრო მანქანებსაც.


close დახურვა