logo
ENG



CNN: უკრაინაში აშშ-დან იარაღისა და თავდაცვითი აღჭურვილობის პაკეტის ნაწილი ჩავიდა

17 აპრ 202211:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/17/q8my7nac0p47jvr.jpg

CNN თეთრი სახლიდან ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინაში ბაიდენის ადმინისტრაციის გაგზავნილი იარაღისა და თავდაცვითი აღჭურვილობის პაკეტის ნაწილი ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ პირველად დათანხმდა კიევისთვის ძლიერი შეიარაღებით მომარაგებას. გაგზავნილი ტვირთი მოიცავს 11 ერთეულ Mi-17 ვერტმფრენს, 18 ერთეულ 155 mm ჰაუბიცის ქვემეხს და დამატებით 300 ე.წ კამიკაძე დრონს.  

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ბაიდენმა დაამტკიცა დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღების, ვაზნების და უსაფრთხოების დახმარების პაკეტი უკრაინისთვის.

 

close დახურვა