CNN ავრცელებს ვიდეოს, რომელიც 16 მარტსაა გადაღებული და რომელშიც რუსი სამხედროს მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაა ასახული. ვიდეო კიევთან ახლოს, ავტოსალონშია გადაღებული.
CNN აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. გარდა ამისა, არხმა დაადგინა მოკლულების ვინაობა - ავტოსალონის მფლობელი და ტერიტორიის დარაჯი, 68 წლის ლეონიდ პლიაცი.
სათვალთვალო კამერებიდან მოპოვებულ ვიდეოში ჩანს ხუთი პირი, რუსი სამხედროები, რომლებიც შენობაში შეჭრას ცდილობენ. ორი ადამიანი მათ ხელებაწეული უახლოვდება, სამხედროებმა ისინი გაჩხრიკეს, რის შემდეგაც კაცები გაუშვეს. მოგვიანებით მათ ზურგში ესვრიან.
სროლის მიუხედავად პლიაცი გადარჩა და ფეხზე წამოდგა. იგი დაცვის ჯიხურში შევიდა და იქიდან დახმარება გამოიძახა. იმ პერიოდში კი სანამ პლიაცუ დახმარებას ელოდებოდა, კამერებმა დააფიქსირეს, რომ რუსი სამხედროები ავტოსალონში შევიდნენ და შენობას ჩხრეკდნენ, ერთ-ერთ ოთახში კი სვამდნენ.
პლიაცის გადასარჩენად უკრაინელ მოხალისეებს რუს სამხედროებთან შეტაკებაში შესვლა მოუწიათ. დარაჯის გამოყვანა შესაძლებელი გახდა, თუმცა ის სისხლის დაცლისგან გარდაიცვალა.
CNN опубликовало видео, на котором российские солдаты стреляют в спину мирным украинским жителям. pic.twitter.com/zxB0Hwcrhp
— charter97.org (@charter_97) May 12, 2022