ყახაზეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებენ. კოვიდ-19 ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევსაც დაუდასტურდა. 79 წლის ნაზარბაევი ამ დროისთვის ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს და მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.
ის მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრსა და პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერსაც დაუდგინადათ. ვითარების გაუარესების გამო ქვეყანაში დღეს და ხვალ სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და პარკები დაიხურება, საავადმყოფოებს კი დამატებითი საწოლებით აღჭურვავენ. რეგიონებში გაძლიერდება მოსახლეობის ტესტირებაც.