განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემით, სკოლებში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა.
დღეის მონაცემებით, დისტანციურად სწავლობს 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი.
სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა რისკის ჯგუფის 116 მასწავლებელი.
უწყების განცხადებით, სტაბილური ვითარებაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით.
განათლების სამინისტროს განცხადებით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელთა 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.
ამ ეტაპზე აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70.7%.