ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.
შედეგები ფართომასშტაბიანმა კვლევებმა დაადგინა.
ეს როგორც ტრიუმფად, ისე იმედგაცრუებად აღიქმება მას შემდეგ, რაც Pfizer-ის და მოდერნას ვაქცინებმა 95%-იანი დაცვა აჩვენა.
თუმცა, ოქსფორდის შემუშავებული ვაქცინის შენახვა და მიწოდება გაცილებით იაფია, ვიდრე დანარჩენი ორის. ამიტომ, დამტკიცების შემთხვევაში ის მაინც შეასრულებს მნიშვნელოვან როლს კორონავირუსის პანდემიის შეჩერებაში.
ამასთან, არის ვარაუდები, რომ დოზის გაზრდის შემთხვევაში ვაქცინას შესაძლოა 90%-იანი სანდოობაც კი ჰქონდეს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ოქსფორდის უნივერსიტეტს 100 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა, რაც 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვის არის საკმარისი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ მართალია, ჯერაც გასავლელია უსაფრთხოების რიგი პროცედურები, თუმცა, შედეგები შესანიშნავია".
ოქსფორდის მკვლევარები 10 თვეა, ვაქცინაზე მუშაობენ.
კვლევა 20 ათას მოხალისეს ჩაუტარდა. ნაწილს დიდ ბრიტანეთში, ნაწილს ბრაზილიაში. კვლევაში მონაწილეთაგან იმათ, ვისაც ვაქცინის 2 დოზა გაუკეთეს, კორონავირუსი 30 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო იმათ შორის, ვისაც პლაცებო შეუყვანეს, 101 ადამიანი დაინფიცირდა.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 59 მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა 1 300 000-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის 3 სავარაუდო შემუშავებული, მათგან ორმა 90 და 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.