ბოლო ორი დღის განმავლობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსი მეორე ადამიანს დაუდგინდა. კოვიდ-19 ამჯერად ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის პრეს-მდივანს დაუდასტურდა. ინფიცირებული კეიტი მილერია, რომელიც დონალდ ტრამპის თანაშემწის მეუღლეცაა.
მომხდარის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავიდან მაიკ პენსის გარემოცვის 6 წევრი ჩაიყვანეს, რომლებსაც დაავადებულთან კონტაქტი ჰქონდათ. ამის გამო ვიცე-პრეზიდენტმა აიოვაში გაფრენა ერთი საათით დააგვიანა.
თეთრ სახლში კორონავირუსის გავრცელების გამო დონალდ ტრამპს ტესტირება ყოველდღიურად ჩაუტარდება. პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარის შემდეგ ადმინისტრაციის მომსახურე პერსონალმა პირბადეების ტარება დაიწყო.