logo
ENG



CREA: უკრაინაში ომის განმავლობაში რუსეთს ენერგორესურსებიდან შემოსავალი გაუორმაგდა

28 აპრ 202212:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/3eztf5aagttyis2.jpg

უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთმა თითქმის გააორმაგა ევროკავშირისთვის წიაღისეული საწვავის მისყიდვით მიღებული შემოსავალი.

ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინანსური ცენტრის CREA-ს ინფორმაციით, მიუხდავად იმისა, რომ გაყიდვების მოცულობა შემცირდა, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მიიღო ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ექსპორტიდან.

გამოცემა The Guardian-ი CREA-ზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ექსპორტით, 24 თებერვლიდან პერიოდში, რუსეთმა 44 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო. გასულ წელს, ევროკავშირმა 140 მილიარდი ევრო მიიღო.

Guardian-ის ცნობით, დასკვნები აჩვენებს, თუ როგორ აგრძელებს რუსეთი სარგებლის მიღებას ევროპის ენერგომომარაგების კუთხით, მაშინაც კი, როცა ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ, ვლადიმერ პუტინმა არ გამოიყენოს ენერგომატარებლები პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად.

გამოცემა წერს, რომ რუსეთმა ევროკავშირი ფაქტობრივად ხაფანგში მიიპყრო, სადაც შემდგომი შეზღუდვები კიდევ უფრო გაზრდის ფასებს და შეამსუბუქებს მის შემოსავლებს, მიუხედავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების ძალისხმევისა.

CREA-ს წამყვანი ანალიტიკოსი, ლაური მილივირტა ამბობს, რომ ნაღდი ფული აძლიერებდა პუტინის საომარ ძალისხმევას და ერთადერთი გზა, მისი ომის მანქანის გამორთვისა იყო წიაღისეული საწვავისგან სწრაფად დაშორება.

“ენერგეტიკული იმპორტის გაგრძელება არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მთავარი ხარვეზი. ყველა, ვინც ყიდულობს ამ წიაღისეულ საწვავს, არის თანამონაწილე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული საერთაშორისო სამართლის საშინელ დარღვევაში“, - ამბობს მილივირტა.


close დახურვა