logo
ENG



CRRC: მოსახლეობის 61%-ის აზრით, მთავრობამ უკრაინას უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი

15 მარ 202212:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/mvk15yactdyc7xj.jpg

CRRC საქართველოს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 61%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი.

31%-ის აზრით, მთავრობა უკრაინას საკმარისად უჭერს მხარს, 2% კი ამბობს, რომ კიდევ უფრო ნაკლებად უნდა დაუჭიროს მხარი.

 

CRRC საქართველოს კვლევა მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვით, ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით ჩატარდა. საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა და გამოიკითხა 1 092 რესპონდენტი. ცდომილება 2,96%-ია.


close დახურვა