ჩინეთის ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.
"რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე - 2023 წლის 25 მარტამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება.
სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 23 დეკემბერს მიანიჭა", - ამბობენ სააგენტოში.
China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, კორონავირუსითან დაკავშირებული პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში შეაჩერა.