logo
ENG



Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება და კვლავ რჩება ანაკლიის პორტის აქციონერად

25 ოქტ 201915:10
3 წუთის საკითხავი
 
cn1s9ji4e6ftkej.jpg

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად“ - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კონტი ჯგუფის პროექტიდან გასვლის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა, თუმცა ახლა მათ გადაწყვეტილება შეცვალეს. თი ბი სი ჯგუფთან ერთად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი, სწორედ კონტი ჯგუფია


close დახურვა