logo
ENG



Covid-19-ის შეზღუდვების გამო ფესტივალი „ღამის სერენადები" წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

07 აგვ 202021:13
3 წუთის საკითხავი
 

 

პანდემიისა და დაწესებული რეგულაციების გამო ბათუმი-თბილისის მეთორმეტე ფესტივალი „ღამის სერენადები" წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ბათუმში დაგეგმილი კონცერტის ნახვას მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით, ხოლო თბილისის კონცერტებს „ლაივსტრიმის" საშუალებით შეძლებს.  

საკონცერტო საღამოებზე შესრულდება კლასიკური მუსიკის შედევრები და ასევე თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პრემიერა შედგება. საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 


close დახურვა