საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 606 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 913 PCR ტესტით. 6 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3,01 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3,68%.
ვაქცინციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, NCDC-ის ინფორმაციით, სულ ჩატარებულია 272 810 აცრა. ეს რიცხვი მოიცავს როგორც ერთჯერადად, ისე ორივე დოზით აცრილ მოქალაქეებს.