logo
ENG



Covid 19-ის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი

06 ივლ 202110:46
3 წუთის საკითხავი
 
Covid 19-ის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 606 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 913 PCR ტესტით. 6 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3,01 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3,68%.

ვაქცინციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, NCDC-ის ინფორმაციით, სულ ჩატარებულია 272 810 აცრა. ეს რიცხვი მოიცავს როგორც ერთჯერადად, ისე ორივე დოზით აცრილ მოქალაქეებს.


close დახურვა