logo
ENG



Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

25 იან 202515:41
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/25/gp35lq58hz3odt6.jpg

ტექნოლოგიებსა და კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე ვებგვერდის, Cybernews-ის ცნობითგერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა საქართველოს თითქმის მთლიანი მოსახლეობის პერსონალური მონაცემები შემთხვევით საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.

როგორც ცნობილია, ფაქტი, რომ მონაცემები გაჟონილი იყო, კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა, ბობ დიაჩენკომ და Cybernews-ის გუნდმა აღმოაჩინეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გაჟონილი ინდექსი თითქმის 5 მილიონი პიროვნების პერსონალურ მონაცემებს მოიცავდა, ხოლო მეორე 7 მილიონზე მეტ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებულ პირად ინფორმაციას. გამოცემა წერს, რომ ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა თითქმის 4 მილიონია, მონაცემები შესაძლოა შეიცავდეს დუბლიკატებს და ჩანაწერებს გარდაცვლილ ადამიანებზე. 

სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია შეიცავდა შემდეგ მონაცემებს:

  • პირადი ნომერი
  • სრული სახელი და გვარი
  • დაბადების თარიღი
  • გენდერი
  • სერტიფიკატის მსგავსი ნომერი (შეიძლება იყოს დაზღვევა)
  • ტელეფონის ნომერი მფლობელის აღწერილობით

"როგორც ჩანს, ეს მონაცემები შეგროვებულია სხვადასხვა წყაროდან, პოტენციურად სამთავრობო ან კომერციული მონაცემთა ბაზებიდან", – ამბობს დიაჩენკო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემების გაჟონვის აღმოჩენიდან მალევე სერვერი ოფლაინ რეჟიმში გადაიყვანეს და გამოქვეყნებულ მონაცემებზე საჯარო წვდომა დაიხურა.


close დახურვა