logo
ENG



EMC-იმ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა

16 ივნ 202010:48
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მალხაზ რეხვიაშვილის სახელით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 

ორგანიზაციაში მიაჩნიათ , რომ რეხვიაშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დევნის მორიგი თვალსაჩინო ილუსტრაციაა და კანონდებლობის უხეში დარღვევაა. EMC-ში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა,  მალხაზ რეხვიაშილის გათავისუფლება სასამართლომ ბათილად ცნოს და მოხდეს მისი სამსახურში აღდგენა. 

„მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ყოველ კვირას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სამსახურიდან ათავისუფლებს კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს. ამ შემთხვევაში მალხაზ რეხვიაშვილი, რომელიც იყო გადაცემა ჰეშთეგის წამყვანი, გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ფეისბუქ პოსტის გამო მხარი დაუჭირა თავის თანამშრომელს თეონა თურმანიძეს, რომელიც ასევე ფეისბუქის პოსტის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. ეს პროცესები კომიკურ სახეს იძენს. კრიტიკული ჟურნალისტების დევნა უნდა დასრულდეს“, - აცხადეს EMC-ის იურისტი კოტე ერისთავი. 

 


close დახურვა