დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ლევან ვასაძის, „ქართული მარშის“ ლიდერებისა და ძალადობრივი შეკრების სხვა ორგანიზატორების წინააღმდეგ - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქმის აღძვრას 225-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვს, რაც ძალადობრივი დაჯგუფების ორგანიზებას გულისხმობს. არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებასა და სამართალდამცველებს ძალადობრივი და ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ პრევენციული პოლიტიკის შემუშავებისკენ, ეკლესიას კი მეტი შემწყნარებლობისკენ მოუწოდებს.