logo
ENG



EMC: სახელმწიფო ზრუნავს არა მოქალაქეებზე, არამედ მიკროსაფინანსოებსა და მევახშეებზე

10 აპრ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს მთავრობასა და იუსტიციის სამინისტროს, პანდემიის პირობებში დაყადაღებისა და საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაცია ხელისუფლებას მოქალაქეების შესაძლო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

„ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ვისზე ზრუნავს სახელმწიფო - ეს არის რამდენიმე ბანკი, მიკროსაფინანსო და მევახშეები. მათი ინტერესებისთვის ირჯება სახელმწიფო და არ ფიქრობს ასიათასობით შემოსავლის გარეშე დარჩენილ ოჯახზე.

სახელმწიფო გვეუბნება, რომ პრობლემა ის კი არაა, რომ ოჯახი შეიძლება დარჩეს ქუჩაშიო, არამედ აღსრულებას არ გადაედოს ვირუსიო. სახელმწიფომ აღსრულების ეს ფორმები უნდა შეაჩეროს, მინიმუმ სანამ ეს მდგომარეობაა. ადამიანებს რეალურად საარსებო რესურსებზე არ აქვთ წვდომა. პლუს, უნდა შეიმუშავოს შემწეობის პაკეტი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ძალიან ჭირდება“, - აცხადებს EMC-ის იურისტი.


close დახურვა