logo
ENG



EMC: სახელმწიფომ უნდა დაიწყოს მსჯელობა ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ

13 დეკ 201912:10
3 წუთის საკითხავი
 
wbus81wuie1nk6f.jpg

სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობა არ შეესაბამება საპოლიციო საქმიანობის დემოკრატიულ სტანდარტებს - ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (იემსი) ანგარიშში. კვლევა საკანონმდებლო ხარვეზებზე მიუთითებს და ამბობს, რომ ოპერატიულ საქმიანობაზე კონტროლი სუსტია. ამიტომ არსებობს პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის, უფლებამოსილების გადამეტებისა თუ დანაშაულის პროვოცირების რისკები. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ოპერატიული საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე დახურული საქმიანობაა.

"მთავარი პრობლემაა ის, რომ დღეს არსებული ფორმით  ოპერატიული სამძებრო საქმიანობა იძლევა ერთგვარი გამოძიების ალტერნატიული, პარალელური მექანიზმების არსებობის შესაძლებლობას რა დროსაც პოლიცია და საგამოძიებო უფლებები რიგ ღონისძიებებს ახორციელებენ ისე რომ  მათ საქმიანობაზე არ ვრცელდება ეფექტური გარე მეთყვალყურეობის მექანიზმები. ოპერატიული სამძებრო მექანიზმები ჰქმნის სერიოზულ რისკებს ადამიანის ცხოვრებაში ჩარევის მხრივ",-აღნიშნავს გურამ იმნაძე.

 


close დახურვა