"ადამიანის უფლებათა სწავლების ცენტრი" და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება შრომის ინსპექციას მოუწოდებს, სუპერმარკეტ „სპარის" ინსპექტირება დაუყოვნებლივ ჩაატარონ.
ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ სუპერმარკეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში დასაქმებულის სამუშაო ადგილზე დატოვებას გულისხმობს შრომითი უფლებების დარღვევაა.
მათი თქმით, შრომითი ინსპექციამ უნდა ჩაატაროს სისტემური მონიტორინგი, აღწეროს და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები იმაზე, თუ რამდენად დაცულია სასურსათო მაღაზიაში დასაქმებულის უფლებები.
„კომპანია "სპარი" აშანტაჟებს საზოგადოებას, ამბობს რომ მოუწევს 700 ადამიანის სამსახურიდან გაშვება, ან უნდა ამუშაოს ამ პირობებში. ამიტომ მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციამ შეამოწმოს მაღაზიები, თუ რამდენად მიუწვდებათ დასაქმებულებს ხელი საჭირო რესურსებზე, რამდენად დაცულია მათი უფლებები“, - განაცხადა EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა.
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამსაქმებლების მეირნუფლებამოსილების გადამეტებაზე ამახვილებს ყურადრებას და ამბობს, რომ შექმნილი ვითარება დამსაქმებელს უფლებას არ აძლევს, დასაქმებულის უფლებები დაარღვიოს.
„მე მივმართე შრომის ინსპექციას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დადასტურებული ფაქტები როგორ ირღვევა დასაქმებულთა უფლებები "სპარში". მესმის, რომ არის საგანგებო მდგომაროება, გარკვეულწილად ფორსმაჟორია, მაგრამ ეს სიტუაცია არ უნდა აძლევდეს დამსაქმებლებს იმის უფლებას, რომ ისარგებლონ ამით და ასეთ მონურ მდგომარეობაში ჰყავდეთ დასაქმებულები“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.