„თემირლან მაჩალიკაშვილს სამედიცინო დახმარება დაგვიანებთ აღმოუჩინეს, სუსის მაღალჩინოსნები კი ფორმალურად და ზედაპირულად დაიკითხნენ“ - ასე აფასებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებისას ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.
ორგანიზაციაში მაღალჩინოსნების დაკითხვის ოქმების გაცნობის შემდეგ აცხადებენ,რომ პროკურატურას მათთვის არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები. ასევე დაირღვა წესები, რის გამოც შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა.