logo
ENG



EMC - წელს, სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევის შედეგად, 25 ადამიანი გარდაივალა, 71 კი დაშავდა

23 ოქტ 201913:14
3 წუთის საკითხავი
 
oe54baxoy3sp7iy.jpg

 

ორგანიზაცია EMC-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევის შედეგად, 25 ადამიანი გარდაივალა, 71 კი დაშავდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში ვითარება საგანგაშოა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაცია EMC-ის წევრი ქეთი ჩუთლაშილი კი მიიჩნევს, რომ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც წესი, გამოძიება მაღალი მენეჯერული რგოლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთის მიზნით, არ მიმდინარეობს.

„ზოგადად, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც წესი, გამოძიება არ მიმდინარეობს-ხოლმე, მაღალი მენეჯერული რგოლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთის მიზნით. ამ ხნის განმავლობაში შრომის უსაფრთხოების დარღვევების საკმაოდ დიდი სტატისტიკური მონაცემები არსებობს, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 2-3 შემთხვევაში მოხდა მაღალი მენეჯერული რგოლის პასუხისმგებლობის გამოკვეთა,“ - აცხადებს ორგანიზაცია EMC-ის წევრი ქეთი ჩუთლაშილი.

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრავა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა კანონმდებლობა ქმედითუნარიანი გაეხადა. 

 

"ჩვენ ვერსწრებოდით საკომიტეტო მოსმენებს და ყოველთვის ვაპელირებდით და ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა უმოქმედო მკვდარი ნორმები, იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობის მიერ შექმნილ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს არ ექნებოდა შესაბამისი შესაძლებლობა მატერიალური და ადამიანური რესურსები იმისთვის, რომ მოეხდინა ერთგვარი რატიფიკაცია, ანუ ქმედებაში გამოეცადა კანონმდებლობა. რეალურად ქმედითუნარიანი ყოფილიყო ეს საკანონმდებლო ინიციატივა. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ უარი თქვა იმაზე, რომ აღეჭურვა შრომის ინსპეცია ქმედუნარიანობით,“ - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუბრავა.

 

 

 


close დახურვა