logo
ENG



EMC აზარტული ინდუსტრიისგან ბავშვთა დაცვას მოითხოვს

01 ივნ 202016:16
3 წუთის საკითხავი
 
1fehxpzx1jybrzd.jpg

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ აზარტული ინდუსტრიისგან ბავშვთა დაცვას მოითხოვს და ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ისინი მოთხოვნით საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მიმართავენ, რათა გატარებულ იქნეს შესაბამისი ღონისძიებები არასრულწლოვანთა დასაცავად აზარტული ინდუსტრიის მავნე ზემოქმედებისგან.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განახორციელონ საკანონმდებლო ცვლილებები აზარტული თამაშებისა და მისი რეკლამირების აკრძალვის ან მკაცრად და დეტალურად დარეგულირების მიზნით, მათ შორის, არასრულწლოვნების საჭიროებებისა და გამოწვევების მხედველობაში მიღებით.

მთავრობამ გამოავლინოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები, ასევე, დამოკიდებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, განახორციელოს ეფექტიანი პრევენციული და რეაგირებითი ინტერვენციები. განახორციელოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხის პრიორიტეტიზაცია ჯანდაცვის პოლიტიკაში და თამაშებზე დამოკიდებული პირები უზრუნველყოს სარეაბილიტაციო და სხვა ტიპის მხარდამჭერი სერვისებით. უზრუნველყოს აზარტულ თამაშებთან დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების ეფექტიანი აღსრულება", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.


close დახურვა