logo
ENG



EMC ბაღდადის ტრაგედიაზე: მომხდარი ყველაზე ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს

04 თებ 202014:57
3 წუთის საკითხავი
 
2430kl88pyjeznw.jpg

ადამიანის უფლებათა ცენტრი EMC ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება:

„მომხდარი ტრაგედია ყველაზე ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს, რომელსაც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ქმნის.

უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისი არქონის უკიდურესად მწვავე პრობლემის მიუხედავად, საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხო და ადეკვატური საცხოვრებლით, ისევე, როგორც, მათ საჭიროებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემით უზრუნველყოფა არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს პრიორიტეტი. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, რომელთათვისაც გაძლიერებისა და სიღარიბიდან ამოყვანის სერვისები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კვლავ სახელმწიფოს ხედვის არეალის გარეთ რჩებიან“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - აქედან ოთხი მცირეწლოვანია. 


close დახურვა