logo
ENG



EPP-ის კონგრესი ბუქარესტში

06 მარ 202421:04
3 წუთის საკითხავი
 

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის სახალხო პარტიის კონგრესს წერილობით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა. ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანების ყრილობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ წაიკითხა. ამავე კონგრესზე ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი გახდა და ხმის მიცემის უფლებაც მიენიჭა, რაც ქართული პარტიებისთვის პირველი შემთხვევაა.  


close დახურვა