ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) პრეზიდენტად მანფრედ ვებერი აირჩია. გადაწყვეტილებას მხარი 502 დეპუტატიდან 447-მა დაუჭირა.
თანამდებობაზე ვებერი დონალდ ტუსკს ჩაანაცვლებს.
"ძალიან ვამაყობ, რომ ევროპაში ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტად ამირჩიეს და ჩემთვის დიდი პატივია, რომ შემიძლია გავაგრძელო გზა EPP-ის ლიდერის, დონალდ ტუსკის კვალდაკვალ. ჩვენ ერთად ვეუბნებით უარს ევროპას, რომელშიც არასანდო პოპულისტები არიან, რომელიც ახდენს ხალხის პოლარიზებას და ანადგურებს ჩვენს მომავალს. ჩვენ ვეუბნებით უარს ელიტების ევროპასა და მათ მიდგომას ზემოდან ქვემოთ ყურებაზე.
ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოქალაქეების ყოველდღიურ რეალობასთან. უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ჩვენ ვიმუშავებთ საზოგადოების გაერთიანებაზე და არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას, რომ ევროკავშირი გახდეს უკეთესი და უფრო ძლიერი ევროპელებისთვის", - თქვა ვებერმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.